მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორი: "გუდაურში არის სრული მისმენეჯმენტი, უპატრონობა"

5e12d6209fa5e
თელარა გელანტია
06.01.20 10:43
4753
„გუდაურში არის სრული მისმენეჯმენტი, უპატრონობა”, - ამ შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე "რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორი მარიამ ასათიანი აქვეყნებს.

ის ზამთრის კურორტზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი მასშტაბის პრობლემა ცენტრალური მთავრობის დონეზე უნდა განიხილებოდეს.

„გუდაურში არის სრული მისმენეჯმენტი, უპატრონობა. 30 დეკემბრიდან ახალ გუდაურს ან საერთოდ არ მიეწოდება წყალი ან არაპროგნოზირებადი ფრაფიკით ხანდახან მიეწოდება. აქამდე მიზეზიც გაუგებარია, პასუხის გამცემიც არავინ არის. ტურისტები არიან საშინელ დღეში და ეს ყველაფერი იწვევს კურორტის დისკრედიტაციას და სამთო ტურიზმის შემცირებას. ეს არ არის მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის პრობლემა, ზიანის მასშტაბებიდან გამომდინარე ეს და გუდაურის სხვა პრობლემები ცენტრალური მთავრობის (და არა რეგიონის) დონეზე უნდა განიხილებოდეს. აქამდე მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება. ეს არის პიზიციონირებული “ევროპული კურორტი”? ეს არის კურორტი, რომელმაც 3 წელიწადში უნდა უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს? (ბაკურიანსაც იგივე პრობლემები აქვს).

- მოუწესრიგებელი პარკინგი;
- მოუპირკეთებელი გზები და სამშენებლო ნაგავი;
- ტროტუარების და საფეხმავლო გზების არ არსებობა;
- დასუფთავების და საყოფაცხოვრებო ნაგვის გატანის პრობლემა;
- კანალიზაციის და წყლის გაუმართავი ინფრასტრუქტურა;
- მოუწესრიგებელი რიგები საბაგიროებთან;
- გათოვლიანების პრობლემა;
- სასრიალო ტრასების მოუვლელობა
- პასუხისმგებელი მხარეების გაურკვევლობა, კომუნიკაციის ნაკლებობა;
ვისაც უყვარს გუდაური, არ უნდა მივცეთ უფლება მოუვლელობით და უპასუხისმგებლობით მოგვისპონ გუდაურის პერსპექტივა“, - წერს მარიამ ასათიანი.

ცნობისთვის:გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გუშინ საღამოს გავრცელებული ბოლო განცხადების თანახმად, გუდაურში "რედკოს დასახლებას" წყალმომარაგება აღუდგა, ბაკურიანში კი წყლის მიწოდებისთვის სამუშაოები გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები