მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Remdesivir" - "იმედისმომცემი ანტივირუსული საშუალება კოროვირუსის წინააღმდეგ"

5e6202edc8bbc
ნათია თაქთაქიშვილი
06.03.20 14:10
2285
აშშ-ში იმედისმომცემი ანტივირუსული მედიკამენტის Remdesivir-ის გამოცდა დაიწყეს. პრეპარატის კლინიკური ტესტირება University of Nebraska Medical Center (UNMC)-ში მიმდინარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას pulmonologyadvisor-ი ავრცელებს.

პრეპარატი სახელწოდებით Remdesivir-ი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა შექმნა.

Remdesivir-ი ნუკლეოტიდის ანალოგია და ფართო სპექტრის ანტივირუსული მოქმედება აქვს მრავალჯერადად განვითარებული ვირუსული პათოგენების წინააღმდეგ, მათ შორისაა ებოლა, MERS (რესპირატორული სინდრომი) და SARS (მწვავე რესპირატორული სინდრომი).

პრეპარატის ანტივირუსული მოქმედება უკვე გამოსცადეს ცხოველებზე, ხოლო მარტიდან მისი გამოცდა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებზე მიმდინარეობს. აღნიშნული პრეპარატით, დაახლოებით, 1000 ინფიცირებული მკურნალობს. მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია 5-10 დღის განმავლობაში იმ პაციენტებისთვის, ვინც ინფიცირებულია COVID-19-ის ძლიერი ან შედარებით სუსტი ფორმით.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, Remdesivir-ი ამ ეტაპზე ერთადერთი იმედის მომცემი წამალია, რომელიც მათი აზრით, ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები