ფრანგულმა ავტომწარმოებელმა "რენომ" იაპონურ "ნისანში" ინვესტიციის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, კომპანია საფონდო ბირჟაზე გასაყიდად 392 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს გამოიტანს, რითაც "ნისანში" წილს დამატებით 2.5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
"რენოს" გაცხადებული მიზანი "ნისანში" ინვესტიციის 15%-მდე შემცირებაა, მაშინ, როცა წლების წინ ეს მაჩვენებელი 43%-ს აღწევდა და კომპანიებს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა.
ამჟამად ორივე კომპანია რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას ატარებს, რაც ელექტრონული ეპოქისთვის მომზადებას და კომპანიების ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.