მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

ჰჰჰჰ

კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

საფონდო ბირჟიდან Fisker-ის აქციები ჩაიხსნა - ავტომობილები ნახევარ ფასად იყიდება

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, Fisker-ის აქციები უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. გარდა ამისა, კომპანიამ საწარმოო პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, Fisker-ს წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები აღარ აქვს და კომპანია გაკოტრების პირასაა. ამჟამად Fisker-ის სამოდელო რიგი მხოლოდ ერთ ელექტრომობილის - საშუალო ზომის SUV-ს მოიცავს, რომლის ღირებულება დაახლოებით 45,000 დოლარია, ანუ ის კონკურენციაშია Tesla Model Y-თან.


ამასთან გაკოტრების პირას აღმოჩენილი კომპანია გამოსავალსაც ეძებს. დროებით სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ჰენრიკ ფისკერის კომპანიამ ავტომობილის ფასები თითქმის გაანახევრა. მაგალითად, "ოუშენის" საბაზისო Sport ვერსიის ფასი $27,299-მდე შემცირდა, ფასდაკლება ფასდაკლებით $14,000-ია, საშუალო დონის Ultra მოდიფიკაცია $37,299 ღირს, ამ შემთხვევაში ფასი შემცირებულია $18,000-ით. ხოლო ფლაგმანი Extreme მოდიფიკაცია ხელმისაწვდომია 39,799 დოლარად, ფასდაკლება ამ უკანასკნელზე $40,000-ია.

"რენომ" კომპანია "ნისანში" ინვესტიცია შეამცირა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა "რენომ" იაპონურ "ნისანში" ინვესტიციის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, კომპანია საფონდო ბირჟაზე გასაყიდად 392 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს გამოიტანს, რითაც "ნისანში" წილს დამატებით 2.5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

"რენოს" გაცხადებული მიზანი "ნისანში" ინვესტიციის 15%-მდე შემცირებაა, მაშინ, როცა წლების წინ ეს მაჩვენებელი 43%-ს აღწევდა და კომპანიებს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა.
ამჟამად ორივე კომპანია რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას ატარებს, რაც ელექტრონული ეპოქისთვის მომზადებას და კომპანიების ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

განახლებული Mercedes-Benz G-Class

Mercedes-Benz G-Class SUV განახლდა და მოდიფიკაციების სხვადასხვა ვარიანტი მიიღო. მაგალითად, დამუხტვადი G 63-ის ვერსიაში მოდელი აღჭურვილი იქნება AMG Active Ride Control ჰიდრავლიკური საკიდებით. G-კლასისთვის ასევე ხელმისაწვდომია Offroad Cockpit უგზოობის მონიტორი, რომლის საშუალებითაც ავტომობილის მდებარეობის კონტროლი, საჭის კუთხის კონტროლი და უგზოობაზე სხვა დამხმარე საშუალებები მარტივად ხელმისაწვდომი იქნება. განახლებულია უკანა სავარძლების გათბობის და გაგრილების სისტემა, ასევე მულტიმედია.

ცვლილებები განიცადა G კლასის ძრავების დიაპაზონმაც. ყველა მოდიფიკაციას გააჩნია 48 ვოლტიანი ელექტრო აგრეგატი, რომელიც დამატებით 20 ცხენის ძალას და 200 ნმ ბრუნვას იძლევა აჩქარების დროს. დიზელის G 450 აღჭურვილია 3.0 inline six ძრავით, 367 ცხენის ძალით და 750 ნმ მაბრუნი მომენტით; G 500 - ბენზინი I6 E 53 Hybrid 4Matic+ ძრავით, 449 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. G 63-ს კი ჯერ კიდევ აქვს 4.0 ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 585 ცხენის ძალას გამოიმუშავებს მაბრუნი მომენტი კი 850 ნმ-ია.

მბრუნავი წინა სავარძლები, ნატურალური ხისგან დამზადებული იატაკი - Genesis-ის ახალი ქროსოვერი

Genesis-მა უზარმაზარი ელექტრო ქროსოვერი წარადგინა. Neolun-ის კონცეფციის დებიუტი ნიუ-იორკის ავტოშოუზე შედგა - ეს არის Genesis-ის ყველაზე დიდი ავტომობილი, რომელიც მომავალში შესაძლოა სერიული მოდელი GV90 გახდეს. მანქანის სახელწოდება შედგება ორი სიტყვისგან, ბერძნულიდან ნეო - ახალი და ლათინურიდან luna - მთვარე, დიზაინი კი ცნობილი კორეული მთვარის ვაზებით არის შთაგონებული.

Neolun შექმნილია მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, უკანა კარები იხსნება მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ, რათა ავტომობილში ჩაჯდომა და გადმოსვლა გამარტივდეს. ასევე მისი დამახასიათებელი ელემენტია მბრუნავი წინა სავარძლები: მათი როტაცია შესაძლებელია ისე, რომ მძღოლი და წინა მგზავრი მეორე რიგში მყოფი მგზავრების პირისპირ დასხდნენ.

ჭერზე დამონტაჟებულია ორი ეკრანი, ხოლო სალონში დამონტაჟებულია მოწინავე აუდიო სისტემა, დინამიკების განლაგება კი საკონცერტო დარბაზში არსებული ხმის და აკუსტიკის ეფექტს იძლევა. ინტერიერში გამოყენებულია ქაშმირი, რომელიც შერწყმულია Purple Silk ტყავთან, ხოლო იატაკი ნატურალური ხისგანაა დამზადებული.

ჯენესისს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებზე, თუმცა, კომპანიაში სურთ, რომ SUV მასური წარმოების გახდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოხდება.

ყველაზე მძლავრი Land Rover Defender Octa

Land Rover ყველაზე მძლავრ და სწრაფ Defender Octa-ს ამზადებს, რომელიც BMW-ს ძრავით იქნება აღჭურვილი. SUV-ის შესახებ მიმდინარე ეტაპზე ცოტა რამ არის ცნობილი. პირველი ის ვიცით, რომ სახელი ალმასის რვაკუთხა ფორმის მიხედვით შეარჩიეს (Octa). ასევე ცნობილია, რომ სიახლე მიიღებს 6D Dynamics ადაპტირებულ ჰაერსაკიდს Range Rover Sport SV-დან და V8 Twin Turbo ძრავს 48 ვოლტიანი ელექტროძრავის დანამატით. ეს "ოქტას" ყველაზე მძლავრ "Defender"-ად აქცევს ისტორიაში. საკულტო SUV-ის ახალი ვერსიის დებიუტი მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები