მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რენუარის ახლად აღმოჩენილი ნახატი აუქციონზე $1.8 მილიონად გაიყიდა

რენუარი

ოგიუსტ რეუნარის დღემდე უცნობი ნახატი, რომელზედაც მისი ვაჟი ძიძასთან ერთადაა გამოსახული, პარიზში ჩატარებულ აუქციონზე 1.5 მილიონ ევროდ გაიყიდა ($1.8 მილიონი).

1895 წელში შესრულებული L'enfant et ses jouets - Gabrielle et le fils de l'artiste, Jean მხატვარმა მის ახლო მეგობარსა და ერთადერთ მოსწავლეს ჟანა ბოდოს აჩუქა. ნახატი ბოდოს ოჯახში 100 წელზე მეტი ინახებოდა და მისი არსებობის შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობდა.

პასკალ პერინის, რენუარის ექსპერტის შეფასებით, ნახატი საოცრად კარგ მდგომარეობაშია, მასზე არანაირი რესტავრაცია არ ჩატარებულა, რაც მას კიდევ უფრო სასურველს ხდის.

რენუარს 1890-იანი წლებიდან რევმატიზმი აწუხებდა, რაც მას ხატვაში ხელს უშლიდა, ამის მიუხედავად, როდესაც მისი მდგომარეობა გაუარესდა და ფუნჯი ხელში ვეღარ ეჭირა, იგი მას ხელზე იმაგრებდა და მაინც აგრძელებდა ხატვას.

რენუარის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია Bal du moulin de la Galette (1876), ალბათ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს, 78 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, რაც დღეს, ინფლაციის გათვალისწინებით, შთამბეჭდავ 192 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები