მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეპუტაცია არ არის პერანგი გარეცხო და ჩაიცვა" - გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი / 11.10.2026

რა მოგვიტანა გასულმა კვირეულმა მნიშვნელოვანი და აღნიშვნის ღირსი? აღნიშვნის ღირსია ალბათ ის შეუპოვრობა და შემართება რაც მოვისმინეთ გია და ივანე ნემსაძეებისგან, რომელთა მიზანიმიმართულობა ჩვენს ქვეყანას მალე სრულფასოვან ონკოლოგიურ ცენტრს მოუტანს მრავალპროფილური კლინიკით და უმაღლესი მომსახურებით დასაფასებელია რაც არქის და ტიბისის პარნტიორობით კეთდება სიონში, სადაც ათეულობით მილიონის ინვესტირება მიმდინარეობს და იმედი მაქვს, საქართველოს უახლოეს წლებში ერთერთი გამორჩეული ახალი კურორტი ექნება სიონი რიზორტ სპას სახით. ვის წარმოედგინა რომ სიონში შეძლება ათეულობით მილიონის ინვესტირება მოხდეს? მე კიდევ დარწმუნებული ვარ, მალე ეს ობიექტი მაგრად დაიქოქება. წარმოუდგენელია პროექტის მასშტაბნი და დამოკიდებულება ობიექტის მიმართ რასაც მინდია საბანაძე და მისი ბიზნეს ჯგუფი ავითარებს დიდუბეში საგამოფენო, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე.მოკითხვები მინდიას და მის ოჯახობას. ვერ მოვედი ჩვენი კარგი ირაკლი გაგნიძეს მოსაგონარზე, არ ვიყავი საქართველოში. მნიშვნელოვანანია კარლსბერგის შემოსავლა კავკასიის რეგიონში ასეთი მასშტაბით და მათი დაინტერესება ქართული პეპსის წარმოებით. არ შეიძლება არ აღინიშნოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილეებები რასაც ირაკლი კობახიძეს მთავრობა დგამს, და ამასზე მოგიყვებით მოგვიანებით. ეს არის მეტწილად ანტიკორუფციული სისტემური ღონისძიებები სადაც ერთად იყვნენ ჩართულები სახელმწიფო მოხელეები და ბიზნესი. დიახ, რეალობა არის ის რომ მნიშვნელოვანი კრედიტი და დაფასება უნდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენ ამას ვაკეთებთ. და ამ ყველაფრის ფონზე ვიგებთ, რომ ჩინოვნიკები კვლავ ბედავენ და აგრძელებენ, ჩნდებიან კორუფციულ სქემებში. და ეხლა კორუფციულ სკანდალში არის გახვეული ინსტიტუცია რომელიც ამ დონემდე არასდროს დაშვებულა მათ შორის იმ წლებში როცა მისი ბიუჯეტი, ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული დონე იყო იმის ალბათ მეასედ თუ უფრო მეტ შესაძლებლობაზეც არა. ჩვენ ვინარჩუნებთ უდანაშაულობის პრეზუმციისადმი ერთგულებას, მიუხედავად იმისა რომ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ადამიანის გაფუჭების და წილისწამების ან ცაში აყვანის და გაფეტიშებამდე მუდმივად ერთი ნაბიჯია. დიახ, ველით გამოძიების საბოლოო შედეგებს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არასდროს შეცვლის დამოკიდიებულებას და შეფასებებს ეროვნული ბანკის მიმართ. მნიშვნელობა არა აქვს ვინ და როგორ, ეს იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, 84 პარლამენტარი თუ სხვა - ფაქტი არის ერთი: ქვეყანა რომელმაც ყველაზე მძიმე და სკრუპულოზურ ფილტრში უნდა გაატაროს საკუთარი ფინანსური ინსტიტუციის მართვის მესაჭეობაზე მინდობილი ადამიანების ანუ კადრების თემა, ასეთ სკანდალში ეხვევიან. და ეს ყველას პრობლემა არის, და იქნება. და ასეთი სირცხვილი, თან სისტემურ დონეზე, იოლად არ ჩამოირეცხება, რადგან „რეპუტაცია არ არის პერანგი,რომ გაიხადო, გარეცხო და ისევ ჩაიცვა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები