მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა „ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ მიმდინარეობს

ბოლომდე

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს სლოგანით - „ბოლომდე, გამარჯვებამდე!“.

მსვლელობის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც უკვე 333 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. მათ ხელში უჭირავთ ბანერი იმავე წარწერით - „ბოლომდე, გამარჯვებამდე!“.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები