მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში საპროტესტო აქცია გრძელდება

642294b033fa6
BM.GE
28.03.23 11:17
494
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის პროტესტი გრძელდება. კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთან ამ დრომდე მენეჯმენტს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

“უკვე მეორე დღეა კლინიკა ადმინისტრაციული დირექტორატის გარეშეა დარჩენილი. რაც საკმაოდ ბევრ შეფერხებას ქმნის. მაგალითად პრობლემაა მედიკამენტების შემოტანა, დოკუმენტაციებს ხელის მოწერა სჭირდება - ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია, რომელსაც ხელმძღვანელების ჩართულობა სჭირდება. ამოიწურება მარაგები და მკურნალობას ვეღარ შევძლებთ“, - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი დუნდუა.

ექიმების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ეს გეგმა აქვს მენეჯმენტს, რომ საავადმყოფო ყოფილიყო პარალიზებული, რომ იქ ვეღარაფერი გაკეთდეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათ გუშინ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს შეხვედრის მოთხოვნით მიმართეს.

ინფორმაციისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი უსამსახუროდ და უხელფასოდ არ გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები