მთავრობას რესპუბლიკური საავადმყოფო შენობის რეაბილიტაცია შეუძლებლად აღარ მიაჩნია. თუ წლის დასაწყისში ექსპერტიზის მოშველიებით წინა პრემიერმა შენობა საფრთხის შემცველად დაასახელა, ახალი პრემიერის პირობებში გაირკვა რომ შენობა რეაბილიტაციისთვის ვარგისია და ის საფრთხის შემცველი არ არის, უფრო მეტიც მთავრობა ახლა კლინიკის 12 სართულიანი შენობის რეაბილიტაციას და მის უკან ახალი შენობის აშენებას გეგმავს, რისთვისაც 160 მლნ-ის დახარჯვა მოხდება. რა და რატომ შეიცვალა პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრი ცვლილების რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომლის დემონტაჟის გეგმას წლის დასაწყისში მწვავე პროტესტი მოჰყვა.