მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორან "გაგრასთან" მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციისთვის ₾10 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა

მტკვ მარცხენა

თბილისის მერია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრადან“ შალიკაშვილის ხიდამდე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოების ჩატარებისთვის მერიამ 10 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოების შესრულების ვადაა წერილობითი დავალების მიცემიდან 150 კალენდარული დღე, ანუ 5 თვე.

სარეაბილიტაციო კედლის სიგრძე 300 მეტრია.

“საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქალაქ თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. არსებული ნაპირსამაგრი კედლის ტანი და ფუნდამენტი დაზიანებულია, აღინიშნება კედლის ეროზია, შეიმჩნევა ცალკეული სექციების დეფორმაციები, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია და რისკის შემცველია პკ 0+00 - პკ 3+00 მონაკვეთი რომელიც მნიშვნელოვნად გადახრილია მდინარისკენ. მიუხედავად ზემოხსენებული დაზიანებებისა არსებული კედლის დაშლის აუცილებლობა არ არის, იქიდან გამომდინარე რომ ნაპირსამაგრი კედლის თავზე განთავსებულია ტროტუარი, მრავალწლიანი ნარგავები, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელი და სავალი ნაწილი. შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციით გადაწყდა არსებული კედლის წინ მდინარის მხარეს ახალი ხიმინჯოვან საძირკველზე განთავსებული ნაპირსამაგრი რკინაბეტონის კედლის მოწყობა”, - წერია საპროექტო დოკუმენტაციაში.

ცნობისთვის, რესტორან "გაგრას" მიმდებარედ, ფერდი გასულ წელს ჩამოიშალა. ჩამოშლამდე თბილისის მერიამ მიმდებარე გზა გადაკეტა, ვინაიდან გზის სავალ ნაწილზე ბზარები შენიშნეს. ამის შემდეგ, ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის ორი გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები