მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რესტორნებში საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 38 ლარია - თიბისი კაპიტალი

რესტორანი

თიბისი კაპიტალის მომხმარებლების ყოველთვიური დანახარჯის მიხედვით, სექტემბერში უნაღდო დანახარჯები რესტორნებში წლიურად მზარდია.

„რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 29%-ით გაიზარდა, ხოლო არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს“, - ნათქვამია მიმოხილვაში

რესტორნებში უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 29%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 38 ლარი შეადგინა . სასტუმროების მსგავსად დანახარჯების ზრდის ტემპი სექტემბერში რესტორნებშიც შენელდა.

ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 66% და 34% შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯებში წლიური 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო ტრანზაქციამ 28 ლარი შეადგინა .

ამავე თვეში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები რესტორნებში წლიურად 57%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 121 ლარი დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვეში დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები