მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რესურსი არ გვაქვს, რომ ფასები კიდევ შევამციროთ - Snacky

SNACKY

არაქისის კარაქის მწარმოებელი კომპანია „სნექი“ ფასების დამატებით შემცირებას ამ ეტაპზე აღარ გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზური სამოილენკომ BM.GE-სთან განაცხადა, 2025 წელს პროდუქციაზე ფასები უკვე 10-20%-ით შეამცირეს, თუმცა არსებული მარჟა ბიზნესის სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„2025-ში ფასები ოდნავ დავაკელით. 2024-თან შედარებით, დაახლოებით 10-20%-ით არის შემცირებული. საწარმოს წარმადობა ხელშემწყობი გახდა ახალი დანადგარები, რის შედეგადაც თვითღირებულება შევამცირეთ და ფასებსაც ოდნავ დავაკელით.

ამ ეტაპზე, არ გვაქვს რესურსი, რომ ფასები კიდევ შევამციროთ. ის მარჟები, რაც გვიჭირავს, კომპანიის სიცოცხლისუნარიანობისთვისაა საჭირო. გვჭირდება, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, - ამბობს „სნექის“ დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მომავალში ფასების ხელახალი გადახედვა საწარმოს მასშტაბის ზრდაზე იქნება დამოკიდებული.

„სამომავლოდ გვინდა, რომ კიდევ შემცირდეს. როცა საწარმოს უფრო მასშტაბურს გავხდით, მაშინ გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა ფასების შემცირებისთვის. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები – იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ,“ – განაცხადა ზური სამოილენკომ.

ინფორმაციისთვის, კომპანია "სნექი" 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. Snacky მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები