მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ ვაშაკიძე მთავრობას რუსეთის მიმართულებით ტრანზიტული ტვირთების შეზღუდვისკენ მოუწოდებს

62776e6f7ce4a
BM.GE
08.05.22 11:15
1687
“ჩირინას” დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ BMG-ის ეთერში რუსეთისკენ მიმავალი სატრანზიტო ტვირთების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ ამ მიმართულებით შეზღუდვები უნდა გატაროს, რაადგანაც არსებობს რისკი სხვადასხვა პირებმა სხვა სატრანზიტო ტვირთებს შორის სანქცირებული საქონელიც გაიტანონ რუსეთში.

რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან მჭიდრო კომუნიკაციით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.

“დაახლოებით მარტყოფიდან რუსეთის საზღვრამდე რიგებია მანქანების, რომლებიც მიდიან რუსეთში. რა მიაქვს ამ ხალხს? იქ არის სომხეთის მანქანები, არის აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის მანქანები და ისინი ტრანზიტულად გადიან. ევროპულმა ქვეყნებმა ეს უკვე დიდი ხანია აკრძალეს და შესაბამისად ტრანზიტი არ უნდა მოხდეს კონტროლის გარეშე. ფაქტიურად ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ მანქანებს გადაადგილებაზე, რომ რუსეთში შეიტანონ ყველაფერი.

ამას ვერავინ გააკონტროლებს ამხელა მანქანებს, რომლებიც რიგებში დგანან რა უდევთ, რატომ მოდის მაგალითად აზერბაიჯანიდან მანქანა საქართველოში?

საქართველომ უნდა შეიტანოს ის ნივთები, რომლებიც წარმოებულია საქართველოში. ასეთივე შეგვიძლია მოვთხოვოთ სომხეთს, რომ შეიტანონ ის პროდუქცია, რომელიც წარმოებულია სომხეთში. აზერბაიჯანმა შეიტანოს ის ნივთები, რომლებიც წარმოებულია აზერბაიჯანში. აზერბაიჯანს თავისი საზღვარიც აქვს რუსეთთან და საქართველოში რატომ შემოდიან ტვირთები აზერბაიჯანიდან რუსეთის მიმართულებით?

თურქეთს კი აქვს შესაძლებლობა, რომ ზღვის მეშვეობით შეიტანონ თავადაც რუსეთში საქონელი და ამაში საქართველოს გარევა არაა საჭირო.

მე მოვითხოვდი, რომ ეს საკითხები განხილული იყოს ევროკავშირთან და მათთან ერთად გადავწყვიტოთ როგორ ვიმოქმედოთ,”- აცხადებს ვაშაკიძე.

საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ტვირთებიდან (ტრაილერებიდან) საქართველო გზათსარებლობის შემოსავალს იღებს, რაც ერთ სატვირთო მანქანაზე 200 ლარს შეადგენს. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ სულ 82,000 სატრანზიტო ტრაილერი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია.

ინტერვიუ ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძესთან:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები