ბრიტანულმა საფინანსო პლატფორმა Revolut-მა თავის მომხმარებლებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობის საშუალება მისცა.
Revolut-ის კლიენტები პირდაპირ პლატფორმიდან შეძლებენ სასურველი კრიპტოვალუტების ყიდვას, გაყიდვას და შენახვას.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კორპორაციული კლიენტების მხრიდან კრიპტოაქტივებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ კომპანიამ აღნიშნული სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამჟამინდელი მდგომარეობით, Revolut-ის პლატფორმას მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი კერძო პირი, კომპანია, საშუალო ზომის ბიზნესი და მერჩანტი იყენებს, ანუ ზემოხსენებული ცვლილება სწორედ ამ 50 მილიონ სუბიექტს შეეხება.