მსოფლიოს უდიდეს ნეობანკ Revolut-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფართოება სურს. ამ მიზნით, კომპანია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტვას გეგმავს.
ლონდონსა და ნიუ-იორკში ორმაგი IPO-ს შემდეგ, დიდი ვარაუდით, Revolut-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 75 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ამერიკელი ინვესტორებისგან მოზიდული კაპიტალით ბრიტანული ნეობანკი ახალ ბაზრებზე შესვლას, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას და ახალი პროდუქტების წარმოდგენას გეგმავს.
თავად კომპანია 2015 წელს ნიკოლაი სტორონსკის მიერ ლონდონში დაფუძნდა და ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოთამაშეა ფინტექ კომპანიების სექტორში.




























