მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზიდენტი ვიზიტორების დანახარჯები ₾265.9 მლნ-მდე გაიზარდა - რაზე ხარჯავდნენ ქვეყანაში მოგზაურობისას ადგილობრივები?

პენსია ფული

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოში ვიზიტებზე გაწეული საშუალო თვიური ხარჯები 265.9 მილიონი ლარი იყო, რაც 8.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 1.8%-ით და 170.9 ლარს უტოლდება.

ხარჯებში ყველაზე მსხვილი კატეგორია, 35.8%-იანი წილით, საყიდლებია.

იანვარ-მარტში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 277 ათასი იყო. ვიზიტების რაოდენობა კი 6.8%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 1 მილიონ 555 ათასი შეადგინა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 10.8%-ით გაიზარდა, 688.2 ათასამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები