მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Rheinmetall-ში ვარაუდობენ, რომ წელს $93.5 მილიარდის შეკვეთებს მიიღებენ

Rheinmetall

სამხედრო ინდუსტრიის გერმანული გიგანტის, Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამინ პაპერგერი აცხადებს, რომ 2026 წელს კომპანია $93.5 მილიარდის შეკვეთებს მიიღებს. პაპერგერმა ეს ინფორმაცია ბერლინში გამართულ კონფერენციაზე გააჟღერა და ისიც აღნიშნა, რომ $41.47 მილიარდის შეკვეთა ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებისგან Boxer-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების წარმოებისთვის უკვე მიიღო.

ამასთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს F126 და F127 ტიპის სამხედრო ფრეგატების აგებისთვისაც, რისი ხარჯიც $14.3 მილიარდი იქნება. Rheinmetall-ი Puma-ს ტიპის საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორების წარმოებასაც გეგმავს, თუმცა ამჯერად პაპერგერმა არც შეკვეთის მოცულობა და არც მსურველი ქვეყანა არ დაასახელა.

ფაქტი, რომ Rheinmetall-ი წელს $93.5 მილიარდის შეკვეთებს მოელის, ანალიტიკოსებს უმტკიცებს შეხედულებას, რომ თანამედროვე მსოფლიო იმედს მხოლოდ დიპლომატიური გზებით კონფლიქტების გადაწყვეტაზე აღარ ამყარებს და გადაიარაღებასა თუ ახალი იარაღის შესყიდვას აქტიურად ცდილობს. ამ კუთხით, Rheinmetall-ის მთავარი დამკვეთები ევროპული სახელმწიფოები არიან, თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერლინში გამოსვლისას ისიც გაამხილა, რომ შეკვეთები არაერთი ევროპული ქვეყნიდანაც შეუვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები