მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა

რიაზანის ნავთობგადასამუშავებელი ობიექტი

რუსეთის რიაზანის ოლქში მდებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, უპილოტო აპარატებმა Rosneft-ის კუთვნილი საწარმოს სამრეწველო ზონას მიაღწიეს, რასაც ძლიერი აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა, ძლიერი ნათება და ობიექტის ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი ჩანს.

რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა რეგიონზე უპილოტო აპარატებით მასშტაბური თავდასხმა დაადასტურა. მან განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ქალაქის სამრეწველო ობიექტებზე ხანძარი გააჩინა. მალკოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ კი ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

შეგახსენებთ, რიაზანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ბოლო თვეებში უკრაინული დრონების სამიზნე არაერთხელ გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს განხორციელებული წინა იერიშის შემდეგ საწარმომ ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთ-ერთი მთავარი დანადგარის მუშაობა დროებით შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები