საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა.
უწყების ცნობითვე, ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთის საჭირო დამცავი ბარიერები.
“საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე”,-წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.




























