რიკოთზე გადაადგილება არ შეზღუდულა, გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ bm.ge-ს გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
უწყებაში გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ რიკოთის გზაზე უხვი ნალექის შედეგად ჩამოირეცხა ჩამოჭრილი ფერდობები და გზებზე საკმაოდ რთული ვითარებაა.
„სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს იქ, სადაც ამის საჭიროებაა. სადაც საჭიროა მძიმე ტექნიკა, წმენდს გზას. მოძრაობა არ შეფერხებულა და ყველა პრობლემა არის აღმოფხვრილი. ძლიერმა წვიმამ შექმნა პრობლემები, იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლებელია ფერდებიდან, ან ხიდებიდან ჩამოვიდეს წყალი, რადგან ძალიან ძლიერი წვიმა იყო“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.