მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთზე სატვირთო ტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი გაუქმდა

რიკოთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც გაუქმდა და დღეიდან სატვირთოები გადაადგილებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებენ.

სააგენტოში განმარტავენ, რომ დღემდე სატვირთო ტრანსპორტი რიკოთის უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმით საღამოს და ღამის საათებში მოძრაობდა.

უწყების ცნობით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის ძველი გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები