რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ რიკოთზე მოძრაობა გართულებული იყო და ვარაუდობდნენ, რომ გზაზე კლდე ჩამოიშალა.
ინფორმაციის დასაზუსტებლად Bm.ge-მ საავტომობილო გზების დეპარტამენტში დარეკა, სადაც გვითხრეს, რომ რიკოთის გზაზე არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებიათ და ალბათ, შეფერხება ავარიის გამოა.
"რიკოთის გზაზე არანაირი კლდე არ ჩამოშლილა, ყველაფერი კარგად და მშვიდობიანად არის. ალბათ რაიმე ავტოსაგზაო შემთხვევაა და საცობი მალე გაიწოვება. ჩვენი მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული," - გვითხრეს გზების დეპარტამენტში.
შეფერხების მიზეზის გასარკვევად, Bm.ge-მ შსს-ში დარეკა, სადაც გვითხრეს, რომ რიკოთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტალახი იყო ჩამოშლილი, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხდა. მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ახლა მოძრაობა სრულად აღდგენილია. "ტალახი იყო ჩამოსული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ახლა მოძრაობა აღდგენილია", - გვითხრეს შსს-ში.