მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

6493ff718f24c
თამთა ჯიჯავაძე
22.06.23 11:58
1235
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები