მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიო-დე-ჟანეიროში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა

ბრაზილია

ბრაზილიაში გავრცელებული თბური ტალღის გამო რიო-დე-ჟანეიროში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ მაქსიმუმს უახლოვდება. მართალია, თერმომეტრებზე 39 გრადუსი ცელსიუსი ფიქსირდება, თუმცა ოფიციალური უწყება აცხადებს, რომ ეს ადეკვატური მაჩვენებელი არ არის და “აღქმადი ტემპერატურა”, რომელიც ზომავს, თუ როგორია ტემპერატურა ადამიანის სხეულთან მიმართებით ჰაერის ტენიანობისა და ქარის სიჩქარის მიხედვით, 58.5C-ს უტოლდება - ამის შესახებ RTE იტყობინება.

რეკორდი ჩანიშნულია, როგორც “უმაღლესი თერმული სენსაცია” მონაცემების შეგროვების დაწყებიდან, 2014 წლიდან დღემდე. უფრო ადრინდელი რეკორდი კი მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა, როცა ჰაერის “აღქმადი” ტემპერატურა 58C-ს აღწევდა.

მეტეოროლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა სამხრეთ აღმოსავლეთ და ცენტრალური ბრაზილიის 15 შტატსა და დედაქალაქში ექსტრემალური სიცხის გამო განგაშიც გამოაცხადა.

ექსტრემალური სიცხე დაფიქსირდა სან-პაულუშიც, სადაც 14 ნოემბრის საშუალო ტემპერატურა 37.3C იყო, ჰაერის ტენიანობა კი 21%.

აღნიშნული მაჩვენებლები რეგიონისათვის სეზონურ ნორმაზე 5 გრადუსით მაღალია. თბური ტალღა ბრაზილიაში გასულ კვირას დაიწყო და, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები