უახლესი საინვესტიციო რაუნდის შედეგად, კრიპტოაქტივების ემიტენტი ფინტექ კომპანიის, Ripple-ის შეფასებამ 40 მილიარდ დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტა XRP-ის ემიტენტმა კომპანიამ ინვესტორების მხრიდან დამატებით 500 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო, რომელიც საფინანსო სერვისების მიმართულებით კომპანიის განვითარებას უნდა მოხმარდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს Ripple-ს რეკორდული ზრდა აქვს, რაც პირდაპირ კავშირშია მის წინააღმდეგ მრავალწლიანი გამოძიების დასრულებასთან. თავად ამ საქმეში უდიდესი წვლილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიუძღვის, რომელმაც მარეგულირებელ ორგანოს „პოლიტიკური დევნის“ შეწყვეტა უბრძანა.
თავად Ripple-ის მთავარ პროდუქტს რაც შეეხება, კრიპტოვალუტა XRP-ის შეფასება 137 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის გლობალურ რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.




























