კრიპტოინდუსტრიის გიგანტმა, Ripple-მა ციფრული საფულისა და კასტოდიანური სერვისების პროვაიდერი ტექნოლოგიური კომპანია Palisade შეისყიდა.
როგორც XRP-ის ემიტენტ კომპანიაში განმარტავენ, Palisade-ის შესყიდვის მიზანი ინსტიტუციური ბაზარზე Ripple-ის პოზიციების გამყარება და მეტი დეპოზიტის მოზიდვაა.
მართალია, კომპანიები გარიგების დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებენ, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Ripple-ს ამ გარიგებაში რამდენიმე ასეული მილიონის გადახდა მოუწია.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Ripple-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია ამჟამად $137 მილიარდს შეადგენს და ის გლობალურ რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.




























