მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის ხარჯზე გაიზარდა ყველის და ხაჭოს ექსპორტი?

2023 წელს, საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის - $1.47 მილიონის ღირებულების ყველი და ხაჭო გავიდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეზობელ სომხეთთან და თურქეთთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ჰონ-კონგი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყაზახეთია.

ყველაზე მეტი - 53%, 786$ ათასის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა, რომელსაც კანადა მოჰყვება $603 ათასით რაც ექსპორტის 41%-ია.

ყველისა და ხაჭოს ექსპორტის დინამიკა იზრდება 2017 წლიდან, როცა, ყველისა და ხაჭოს გაყიდვით, ჯამში, საქართველომ $537 ათასის შემოსავალი მიიღო. თუ 2017-2023 წლებში, საქართველოდან, ყოველწლიურად, საშუალოდ, $722 ათასის ღირებულების ყველი და ხაჭო გადიოდა, 2010-2016 წლებში, ეს მაჩვენებელი $86 ათასს შეადგენდა. რის ხარჯზე იზრდება ექსპორტი?

სტუმარი: კახა კონიაშვილი - რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები