წლის პირველი ნახევარი სადაზღვევო ინდუსტრიამ გაზრდილი მოგებით დახურა. 6 თვეში 19 მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 145 მილიონი ლარი სადაზღვევო მოგება მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾34 მლნ) 2-ჯერ აჭარბებს.
ყველაზე მაღალი წმინდა მოგება „თიბისი დაზღვევას“ აქვს. მეორე ადგილზეა ალდაგი. კომპანიებმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 712 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 121 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილია ანაზღაურებული ზარალების მოცულობაც. რის ხარჯზე იზრდება სექტორი და ზრდის რა პოტენციალი აქვს ინდუსტრიას?
სტუმარი: ლაშა ნიკოლაძე - დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი;