მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა?

2023 წელს 100 000 ლარზე მეტი ხელფასი თითქმის 23 ათასმა პირმა მიიღო. შემოსავლების სამსახურს სტატისტიკის მიხედვით, 19 თებერვლის მონაცემებით, 2023 წელს, 100 000 ლარი და მეტი ხელფასის სახით 22 996 დასაქმებულს ჩაერიცხა. 2022 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირების რაოდენობა 5,290 -ით არის გაზრდილი. 2022 წელს 100 000 ლარი და მეტი ხელფასი 17 706 დასაქმებულმა მიიღო. 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები წლების მიხედვით ასე ნაწილდება: 2020 წელი - ასეთი სულ 10 211 პირი იყო, რაც 2021 წელი - 13 384-მდე, 2022 -ში 17 706 -მდე, გასულ წელს კი 22 996 პირამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 2023 წელს 4 744 პირმა მიიღო,.1 200 ლარი - 2400 ლარის დიაპაზონში ხელფასი, 2023 წელს, 75 364 პირს ჩაერიცხა. 2 400 ლარი - 3 600 ლარის დიაპაზონში კი ხელფასი 65 575 დასაქმებულს დაერიცხა.

აქვე გუშინ საქსტატმა სამუშაო ძალის მაჩვენებლების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც გასული წლის მეოთხე კვარტალს ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული კვარტალურად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სავარაუდოა, რომ იგივე ტენდენცია იქნება წლიურ ჭრილშიც და 2023 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 16-16.5%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, რაც ასევე 2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„2023 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასით განისაზღვრა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 0.4%-ით, 248.6-მდე შემცირდა.

2023 წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტს აღწევს, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.8 პროცენტული პუნქტით და 46 პროცენტია.

ქალაქის ტიპის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.5 პროცენტს და 43.9 პროცენტს შეადგენს.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. 2023 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5 პროცენტს და 16.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა?

სტუმარი: ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები