მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის დონე?

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა. თუმცა, უმუშევრობა გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი 13.8% იყო.

2024 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასით და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობაში ზრდა 19.7 ათასი იყო და ჯამურად ამ რიცხვმა 433.5 ათასს მიაღწია.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით ზრდას აჩვენებს და შესაბამისად 48.5% და 45.2% -ის შეადგენს.

საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.1% და 16.7%-ს შეადგენს.

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის დონე და რა მოლოდინები გვაქვს წლიურ ჭრილში ხელფასების ნაწილში?

სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - ეკონომისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები