რის ხარჯზე გაიზარდა იანვარში საქართველოს ეკონომიკა?
BM.GE
28.02.19 16:28
• 888
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა თვეში წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო საქმიანობაში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.