მიმოხილვის მიხედვით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოდან რე-ექსპორტირებული ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საქონელი ავეჯია, თუმცა ის არ ხვდება ყაზახეთში განხორციელებულ რე-ექსპორტში. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან საკვებისა და სასმელის და ტექსტილისა და ტანსაცმლის ექსპორტი ყაზახეთში მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა სხვა დანარჩენ კატეგორიებში უკანასკნელი წლების განმავლობაში კლებადი ტენდენციაა.

რაც შეეხება ყაზახეთიდან საქართველოში ექსპორტირებულ საქონელს, ამ მხრივ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით, დინამიკა არაერთგვაროვანია და ზოგიერთ კატეგორიაში 2020 წელს 16x-მდე ზრდა დაფიქსირდა.




























