მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისკები რეალურია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის იზოლაცია ყველასთვის დიდი პრობლემაა - ნიკა ალავიძე

ალავიძე

ეკონომიკაში რისკები რეალურია, რადგან თუ სახელმწიფოს მმართველი თვლის, რომ ქვეყანა უნდა იყოს იზოლირებული და იზოლაციაში, ეს ყველასთვის დიდი პრობლემაა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნიკა ალავიძემ BMG-სთან განაცხადა. მან არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ეკონომიკური რისკები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, იზოლაციაში ეკონომიკური რისკები გაცილებით მაღალია.

"როგორი დიდი და ძლიერიც არ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა, იზოლაციაში ის რჩება მარტო, მარტოკაცის თამაშს თამაშობს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, სტაბილური, სუპერ დივერსიფიცირებული და მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, რომ ჩვენ დამოუკიდებლად შევძლოთ არსებობა, ეს რისკები გაცილებით მაღალია", - ამბობს ნიკა ალავიძე.

ყოფილი საჯარო მოხელე მიმდინარე მოვლენების ფონზე კერძო სექტორისთვის არსებულ გამოწვევებსაც აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, თუ არსებული რისკები რამდენიმე ბიზნესს შეეხე, ეს ფაქტი მთლიანად სექტორს დააზიანებს.

"ჩვენი ბიზნესის სტრუქტურა ვიცით როგორია, როგორ ნაკლებად დივერსიფიცირებულია, რა დარგებია უფრო აქტიური რეალური და ეს დარგები, რაზაც ჩვენი კერძო სექტორი დგას, პირდაპირპროპორციულია რისკებისა. გარკვეულმა ბიზნესებმა ეს რისკები უკვე შეიგრძნო, ბიზნესი ხომ ცალკე აღებული სუბიექტი არ არის, ეს არის დიდი ღირებულებითი ჯაჭვის პატარა რგოლი და როდესაც ამ ჯაჭვის ბევრი პატარა ნაწილი აღარ მუშაობს, მთლიანი მექანიზმი ჩერდება", - აცხადებს მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ნიკა ალავიძის აზრით, კრიზისიდან გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან შეცდომების აღიარება და დაწყებული რეფორმების სრულად გატარებაა.

"უნდა მოხდეს შეცდომების აღიარება ხელისუფლის მხრიდან, დაუყოვნებლივ მოხდეს უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება, არსებული სტრატეგიის გამჟღავნება და ობიექტურად და გადაჭრით თქმა.

მნიშვნელოვანია იმ რეფორმების გატარება, რაც შეჩერდა და, რა თქმა უნდა, პირველი და უმთავრესია სასამართლო რეფორმა. სასამართლო სისტემის აღიარება რომ არ არის ქვეყანაში, ამას ყოველდღიურად ვხედავთ და რეალური ნაბიჯების გადადგმა და გუნდური მუშაობაა საჭირო", - განაცხადა ნიკა ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები