მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისკიანობა იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, საპენსიო დანაზოგი დაიკარგოს - გაგუას განმარტება საპენსიო პორტფელებზე

ნიკოლოზ გაგუა

„ყველა საერთაშორისო გამოცდილება და ჩვენი 5-წლიანი პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ საპენსიო აქტივების ზრდა მოხდება“, - ეს დღეს გამართულ საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

„საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საპენსიო აქტივების ზრდა ეკონომიკური ზრდის პარალელურად ხდება და რისკიანობა ისაა, ეკონომიკურ ზრდაზე რამდენად მეტად გაიზრდება ეს აქტივები. რისკი იმისა, რომ 6%-იანი დანაზოგი ვერ აიღოთ, არ დგას და უფრო მეტიც, რისკია, რამდენად აჯობებს საპენსიო აქტივების ზრდა ეკონომიკურ ზრდას“, - ამბობს გაგუა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალრისკიანი პორტფელის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაზოგები არ დაიკარგება.

„რისკიანობა იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, დანაზოგი დაიკარგოს. რისკიანობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანისთვის, რომელიც უახლოვდება საპენსიო ასაკს, რამდენად შესაძლებელია, რომ კონკრეტულ მომენტში საპენსიო აქტივების ღირებულება შემცირდეს. ეს შემცირება შესაძლოა იყოს, პირობითად, 1-წლიანი ან 2-წლიანი. ყველაზე ხანგრძლივი შემცირების პერიოდი 2008 წელს იყო და ეს 1.5 წელს გაგრძელდა. დაბალრისკიანი პორტფელი სწორედ ამ რისკის დაცვას ითვალისწინებს“, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები