მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისთვის შეიქმნა “ბალანსის” ახალი აპლიკაცია ECHO? - ინოვაცია ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერებისთის

რისთვის შეიქმნა “ბალანსის” ახალი აპლიკაცია ECHO - ინოვაცია ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერებისთის
15.01.24 12:59
255

თანამედროვე ბიზნესსამყარო ტექნოლოგიურ განვითარებაზეა დამოკიდებული. ამავდროულად, წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გზა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაა. სწორედ ციფრული სამყაროს სწრაფი ტემპისათვის ფეხის ასაწყობად საბუღალტრო და სააღრიცხვო პროგრამა “ბალანსმა”, USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერებისთვის ახალი აპლიკაცია - ECHO - შექმნა.

ECHO მენეჯერებს საშუალებას აძლევს, მობილურშივე ჰქონდეთ წვდომა ისეთ ანგარიშებზე, როგორებიცაა: გაყიდვები, ხარჯები, შემოსავლები, TOP გაყიდვადი პროდუქცია, TOP დებიტორები და კრედიტორები, ფინანსური და გაყიდვების KPI და სხვა.

აპლიკაციის შესახებ თამარ კაკაურიძეს - ბალანსის უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსს - ვესაუბრეთ, რომელიც ECHO-ს შექმნის იდეასა და მოტივაციაზე საუბრობს.

“ბალანსის გუნდში ყოველდღიურად ვზრუნავთ იმაზე, რომ ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ პროგრესს და დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს საქმის უფრო მარტივად და ეფექტურად კეთებაში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ბიზნეს მფლობელებისა და მენეჯერებისთვის გაგვემარტივებინა საკუთარი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მიღების გზა და შეგვექმნა აპლიკაცია - ECHO.

ადამიანები და განსაკუთრებით, მენეჯერები, მობილურებთან ისე ვართ დაახლოვებულები, როგორც არასდროს. ინფორმაციის პირველ წყაროს სწორედ ჩვენი სმარტფონები წარმოადგენენ. მეორე მხრივ, ბიზნეს მფლობელისა თუ მენეჯერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წვდომა ჰქონდეს რეალურ დროში მონაცემებთან. სწორედ ამან მოგვცა მოტივაცია, შეგვექმნა ისეთი ხელსაწყო, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა მობილურიდანვე მიეღოთ რეპორტები და ანალიტიკის სხვადასხვა მექანიზნები”, - განმარტავს თამარ კაკაურიძე.

“ბალანსის” აპლიკაცია ბიზნესის მფლობელებს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, ჰქონდეს მყისიერი წვდომა ნებისმიერ ფინანსურ ინფორმაციაზე, ეხმარება კომპანიას, იყოს უფრო მოქნილი და კარგად აღჭურვილი მდგრადი ზრდისთვის დღევანდელ დინამიკურ ბაზარზე. შესაბამისად, “ბალანსი” და ECHO ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც ინფორმაციის მიმოცვლის სისწრაფეს უზრუნველყოფს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ECHO მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გათვლილი აპლიკაციაა, რომელიც უკვე მუშაობს სატეტსტო რეჟიმში და მალე ფართო ბაზრისთვისაც იქნება ხელმისავწდომი.

“აპლიკაციას საპილოტე რეჟიმში უკვე იყენებს რამდენიმე კომპანია. თებერვლის დასაწყისიდან ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. SME სექტორისთვის Power BI (business intelligence) საკმაოდ კარგი, მაგრამ ფინანსურად რთულად ხელმისაწვდომი იყო, რადგან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული მისი საბოლოოდ კარგად გამართვა. “ბალანსის” მენეჯერის აპლიკაცია სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ალტერნატივაა, რომელსაც საქართველოში ანალოგი ჯერჯერობით არ აქვს.

SME სექტორის ბიზნეს მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა მინიმალური გადასახადით მიიღონ წვდომა სასურველ ფინანსურ და ოპერაციულ მონაცემებზე რეალურ დროში, მობილურშივე”, - ამბობს თამარ კაკაურიძე.

ECHO მენეჯერებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს, რომელთა შორისაცაა კომპლექსური მონაცემების ანალიზი: აპლიკაციას აქვს ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა ჩარტები, დეშბორდები და ტენდენციების ანალიზის შესაძლებლობები. ის ამარტივებს ფინანსურ და საოპერაციო მონაცემების დამუშავების პროცესს და მენეჯერებს საშუალებას აძლევს მარტივად და სწრაფად შეაფასონ მოსალოდნელი ტენდენციები და პატერნები. ჩარტებს აქვთ დამატებითი ბარათის ანალიზის ფუნქცია, რომელიც გეხმარება სხვადასხვა დაკვირვების წარმოებაში. გარდა ამისა, “ბალანსის” აპლიკაციაში ათობით დასახელების ოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ MARDI-სა და ECHO-ს აპლიკაციები აუცილებლად იქნება ახალი სიტყვა დისტრიბუტორების, მენეჯერებისა და ბიზნეს მფლობელების ყოველდღიურ საქმიანობაში. თამარ კაკაურიძე კი აღნიშნავს, რომ “ბალანსში” სხვა აპლიკაციების განვითარება და პროდუქტების გამრავალფეროვნებაა დაგეგმილი.










გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები