მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით არის განპირობებული ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების ინტერესის ზრდა? - ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პასუხი

ინგა ფხალაძე

ინვესტორების ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ საგრძნობლად არის გაზრდილი, რასაც, ბუნებრივ რესურსებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ დანერგილი გამჭვირვალე პროცედურებიც განაპირობებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და განახლებადი ენერგიის რესურსები აქვს, თუმცა ინვესტორების ინტერესის ზრდას მხოლოდ რესურსების არსებობა არ განაპირობებს.

„ინვესტორების გაზრდილი ინტერესი იმითაც არის განპირობებული, რომ საქართველო საკმაოდ მდიდარია ენერგეტიკული, მათ შორის განახლებადი ენერგიის რესურსებით. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ფაქტორი. მნიშვნელოვანია ის გამჭვირვალე პროცედურებიც, რომლებსაც სამინისტრო, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ და ენერგეტიკის სექტორში ჩართულ სხვა საწარმოებთან ერთად, უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენერაციის, გადაცემისა და მიწოდების ჯაჭვში ჩართული კომპანიებისთვის. სწორედ ამ გამჭვირვალე და სტრუქტურირებული მიდგომის გამო ინვესტორების ინტერესი ყოველდღიურად უფრო საგრძნობლად შეიმჩნევა“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები