მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიტეილი შეიძლება ამისთვის მოსამზადებელი იყოს" - "გუდვილის“ გენდირექტორი რძის რეგულაციის შესახებ

გიორგი ხაბაშვილი

"გუდვილის" გენერალური დირექტორის გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, რძის ნაწარმის ეტიკეტირებაში იანვრიდან დაგეგმილი ცვლილებები, რიტეილ სექტორის მხრიდან მომზადებას ნაწილობრივ საჭიროებს, თუმცა დიდი ინფრასტრუქტურული გადალაგება საჭირო არ იქნება.

საქმე ის არის, რომ რძის ნაწარმის ეტიკეტირების შესახებ იანვრიდან ასამოქმედებელი ცვლილებები, მწარმოებლების გარდა, ქსელური მარკეტებისა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებსაც შეეხებათ - მათ ნედლი რძისგან და არარძისმიერი ცხიმისგან დამზადებული პროდუქტები ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა განათავსონ.

გიორგი ხაბაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ, თუ როგორ უნდა მოემზადონ რეგლამენტთან შესაბამისობისთვის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს საგრძნობი ცვლილება არ იქნება და დიდ ინფრასტრუქტურულ დანახარჯებს სავაჭრო ობიექტებისთვის არ გამოიწვევს:

"დარწმუნებული ვარ, სანამ რეგულაცია საბოლოო სახეს მიიღებს, ჩვენ ამაზე კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან გვექნება, რადგან რიტეილ სექტორი თავის მხრივ, შეიძლება მოსამზადებელი იყოს. თუმცა განსაკუთრებული ინფრასტრუქტურული ცვლილებები საჭირო არ უნდა იყოს. დღეს, რიტეილ სექტორში ცალკეა განთავსებული რძის მსგავსი სასმელები - ნუშის ან შვრიის რძე, რომელსაც სუპერმარკეტები ცალკე ბლოკებად ალაგებენ. იმ თემას თუ წამოწევენ, რომ მომხმარებლისთვის ეს პროდუქტები თვალსაჩინოდ უნდა გაიმიჯნოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და არ მგონია, დიდი ინფრასტრუქტურული გადალაგება და ხარჯები გახდეს საჭირო", - აცხადებს გიორგი ხაბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები