მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შვანრეში“ ზამთარში ყველის 20-25%-იან გაძვირებას ელიან

შვანრე

ქართული ტრადიციული ყველის მწარმოებელი “შვანრე” ზამთრის პერიოდში პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 20-25%-ით ზრდას ელოდება. კომპანიის დამფუძნებლის, ნონა ანსიანი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ ფასის მატების მთავარი მიზეზი ნედლი რძის ღირებულებაა, რომელიც ზამთრის სეზონზე, როგორც წესი, იზრდება.

მეწარმის თქმით, მიმდინარე წელს ნედლი რძის ფასი ზაფხულის სეზონზე მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, რაც საბოლოო პროდუქტზეც აისახა.

„საქართველოში ნედლი რძე სეზონურობასთან არის დაკავშირებული - ზაფხულში მისი ფასი იკლებს, ზამთარში კი იზრდება. ამ სეზონზე კი ისეთი ვითარება მივიღეთ, რომ ზამთარში გაზრდილი ფასი ზაფხულში ფაქტობრივად არ შემცირებულა, ან თუ შემცირდა, მხოლოდ 5-10%-ით. შესაბამისად, ახლა ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ზამთრის პერიოდში რძის ფასი კიდევ მოიმატებს და, შესაბამისად, ყველის ფასიც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასული წლის ზამთარში“, - აცხადებს ნონა ანსიანი.

მისი თქმით, “შვანრე” მცირე საწარმოა და მთლიანად ნედლი რძის მიწოდებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ნედლეულის გაძვირება კომპანიისთვის პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე.

„თუ გავითვალისწინებთ ამჟამინდელ მდგომარეობას, სადღაც 20-25%-იან ფასის მატებას ველოდებით ზამთრის პერიოდში. ჩვენ ძირითადად ქართულ ტრადიციულ ყველის სახეობებს ვაწარმოებთ და ამიტომ მთლიანად დამოკიდებული ვართ ნედლი რძის მოწოდებაზე“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე განცხადებით, ნედლი რძის დეფიციტი დღეს რძის პროდუქტების სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც არა მხოლოდ ფასებზე, არამედ წარმოების მოცულობაზეც მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები