მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიტეილთან ურთიერთობისას გადაულახავ წინააღმდეგობებს ვაწყდებით" – "მადამ დე"

ალექსანდრე რატიშვილი

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ დღეს პარლამენტის ფასების დროებითი კომისიის სხდომაზე პროდუქტის ფასწარმოქმნის არგუმენტებს წარადგენს. ამის შესახებ ალექსანდრე რატიშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ წარმოებული პურ-ფუნთუშეული ბაზარზე "მადამ დეს" ბრენდით იყიდება.

საქმე ისაა, რომ დღეს, პარლამენტის დროებითი კომისია, კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განიხილავს.

„წარმოვადგენ იმ მდგომარეობის ზუსტ აღწერას, რაც ქვეყანაში იმ კუთხით არის, რა კუთხითაც დაიწყო ეს სერიოზული მოქმედებები. ჩემი მთავარი სათქმელი იქნება არგუმენტებზე, კონტრაქტებზე, თანხობრივ აბსოლუტურად რეალურ მონაცემებზე, იმ ყველაფრის წარმოჩენა, რატომ და როგორ არის იმ სექტორში, რომელშიც უშუალოდ ჩვენ ვართ ჩართული“, - განაცხადა რატიშვილმა.

ის განმარტავს, რომ ეკონომიკური პროცესი ძალიან რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია, თუმცა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის რიტეილ სექტორთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„ვადასტურებ, რომ ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი რიტეილ სექტორის პირობებია, რა პირობებითაც ისინი ურთიერთობენ და აფორმებენ ხელშეკრულებებს მიმწოდებლებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტო ეს ვერ იქნება. ბევრი სხვა კომპონენტია - ეს არის ეკონომიკური ძალიან რთული პროცესი, რომელსაც სიღრმისეული გამოკვლევა, ჩაძიება, ანალიზი სჭირდება. მე რაც ვიცი, რის გამოცდილებაც მაქვს არაერთი წელია, ათეული წელია, სწორედ რიტეილ სექტორთან ურთიერთობის უზარმაზარი პრობლემებია, სადაც გადაულახავ წინააღმდეგობებს ვაწყდებით“, - აღნიშნა მეწარმემ და დასძინა, რომ ბიზნესი ამ საკითხს წლების განმავლობაში აყენებდა, მაგრამ არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია, დღეს კი ხელისუფლებამ ამის შესწავლა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები