თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები დამატებით ერთი კვირით გაგრძელდება. კომპანიის ცნობით, საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს.
"სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია "ლაიტნერის" სპეციალისტები ატარებენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.