რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ხვალ, 16 აგვისტოს 10:00 საათის ნაცვლად 16:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იტყობინება.
გახსნის საათის გადაწევის მიზეზი გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოებია, რომელიც საბაგიროს ხვალ ჩაუტარდება. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ყოველდღე 10:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე მუშაობს.