რკინიგზის დილემა - მერია ცენტრალური ვაგზლიდან რკინიგზის სამგზავრო ნაწილის გადატანას არ ემხრობა
BM.GE
31.01.19 23:08
• 966
თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან რკინიგზის გადატანის საკითხზე მერიასა და “საქართველოს რკინიგზას” განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამიტომ ჯერ უცნობია, მივიღებთ თუ არა ახალ სადგურს დიდუბეში, რომელმაც ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, სადგურის მოედანზე არსებული რკინიგზის სამგზავრო ნაწილი უნდა ჩაანაცვლოს. რა არგუმენტები აქვს დედაქალაქის მთავრობას და რას ფიქრობს თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი?