მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობერტ ლევანდოვსკი ამერიკულ კლუბ "ჩიკაგო ფაიერში" ითამაშებს

ლევანდოვსკი ჩიკაგო ფაიერი

რობერტ ლევანდოვსკის მომავალი გაირკვა - ვეტერანი პოლონელი ფორვარდი MLS-ში, "ჩიკაგო ფაიერის" რიგებში ითამაშებს.

პრაქტიკულად ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია და ლევანდოვსკი ამერიკულ კლუბთან კონტრაქტს 2028 წლის ბოლომდე გააფორმებს. ახლა საჭიროა დოკუმენტაციის საკითხის მოგვარება, როგორიცაა მაგალითად, სამუშაო ნებართვის მიღება, რათა პოლონელმა უშუალოდ ადგილზე შეძლოს ჩასვლა.

37 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონა" გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, შესაბამისად, ჩიკაგოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ლევანდოვსკიმ "ბარსას" მაისურით 193 მატჩში 120 გოლი გაიტანა. მანამდე, "მიუნხენის ბაიერნში" ბრწყინავდა, რომლის რიგებში 375 თამაშში 344 გოლით გამოირჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები