Robinhood-ის აქციები 8 ნოემბერს მას შემდეგ დაეცა, რაც საცალო საბროკერო კომპანიამ მესამე კვარტალში ვაჭრობის მოცულობის ვარდნა გამოაცხადა და დასძინა, რომ ევროპაში ვაჭრობის გაფართოებას აპირებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
Robinhood-მა აღნიშნა, რომ მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აქტიური მომხმარებლების რიცხვი 16%-ით, 10,3 მილიონამდე დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალის შემოსავალი 29%-ით, 467 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ის ჩამორჩებოდა 480 მილიონი დოლარის პროგნოზს, რასაც ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.
„ჩვენ ფოკუსირებული ვრჩებით მომხმარებლისთვის ინდუსტრიის წამყვანი პროდუქტების მიწოდებაზე, რომელიც კლიენტების ფინანსურ საჭიროებებს მოემსახურება, იგეგმება გაფართოება საერთაშორისო დონეზე და გავაგრძელებთ ინდუსტრიის უკეთესობისკენ შეცვლას. Ამასთან, კომპანია ევროპაში გაზრდის შესაძლებლობასაც ეძებს”, - თქვა Robinhood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლად ტენევმა.
ამასთან, განცხადების გაკეთების შემდეგ, Robinhood-ის აქცია წინა სამარკეტო ვაჭრობაში 8,2%-ით, 8,95 დოლარზე დაეცა.