ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Boston Dynamics-ის CEO-ს, რობერტ პლეიტერის თქმით, მაღალგანვითარებული რობოტები 5-დან 10 წელიწადში მომხმარებელთა სახლებში შეგვხვდებიან. მისი თქმით, ამის საფუძველს ხელოვნური ინტელექტის განვითარების რეკორდული ტემპი აძლევს.
პლეიტერმა განცხადება ვებსამიტზე გააკეთა, სადაც კომპანიის უახლესი რობოტი Atlas-ი წარადგინა. იგი ინდუსტრიულ საწარმოებში მხოლოდ მძიმე ნივთების გადასაზიდად გამოიყენება და ამჟამად სხვა დანიშნულება არ გააჩნია. თუმცა როგორც პლეიტერმა გააჟღერა, მალე Atlas-ი რთულ ინტელექტუალურ დავალებებსაც შეასრულებს. მისივე თქმით, ამ ეტაპისათვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს კომპლექსურ გარემოში რობოტის ქცევის კონტროლი, რათა მან საკუთარი ქმედებით გარემოს ზიანი არ მიაყენოს.




























