საქართველოში ტარდებოდა პირველი რობოტული ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც მართავდა ამ კლინიკის დამფუძნებელი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი. ეს ამბავი იყო თებერვალში და მას შემდეგ, გურამ ქარაზანაშვილმა მოახერხა და ადგილობრივ გუნდთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად, რამდენიმე ათეული რობოტული ოპერაცია ჩაატარა საქართველოში, რაც არაერთი უცხოური მედიის აღნიშვნის ღირსი გახდა ბოლო თვეებში. საინტერესოა, რას ნიშნავს რობოტული ქირურგია, რატომ არის ეს ცალსახად ახალი საეტაპო მოვლენა ქართული მედიცინისთვის.