ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, რობუსტას ჯიშის ყავის მარცვლები 45-წლიან მაქსიმუმამდე გაძვირდა. ამ დროისთვის, 450 გრამი რობუსტას ჯიშის ყავა საბითუმოდ £1.94 ღირს, რაც 1979 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
საბირჟო საქონლის გაძვირების მთავარი მიზეზი მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემაა, რომელიც უმეტესწილად, რობუსტას ჯიშის ყავის მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელ ვიეტნამში ფიქსირდება - ქვეყანაში, სადაც წლევანდელ და შარშანდელ სეზონზე მოსავალი არც თუ ისე სახარბიელო იყო. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი წელსაც დაჩქარდება.
საინტერესოა, რომ განსხვავებული მდგომარეობა ფიქსირდება არაბიკას ჯიშის ყავასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად, $2.1-ად ივაჭრება. თავად ეს ფაქტორი, დიდწილად, ბრაზილიის მიერ არაბიკის ექსპორტის 41%-იან ზრდას უკავშირდება.