გლობალურ სასაქონლო ბაზრებისთვის მიმდინარე წელი მკვეთრი რყევებითა და მოულოდნელი ტენდენციებით გამოირჩეოდა, რაც სრულად ირანის ომთანაა დაკავშირებული.
ენერგეტიკული კრიზისისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ენერგომატარებლების ფასები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც სამრეწველო და ძვირფას ლითონებზე მოთხოვნის შემცირებამ ფასების მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
ამჯერად გთავაზობთ იმ საბირჟო საქონლის ჩამონათვალს, რომელთა ღირებულებამაც წელს ყველაზე დრამატული ცვლილება განიცადა.
რა გაძვირდა ყველაზე მეტად წელს:
1. გაზი: +170%
2. გერმანიუმი: +118%
3. სათბობი მაზუთი: +102%
4. პროპანი: +80%
5. ბენზინის ნაფტა: +70%
რა გაიაფდა ყველაზე მეტად წელს:
1. კობალტის ჰიდროქსიდი: -53%
2. პალადიუმი: -38%
3. კობალტი: -31%
4. ვერცხლი: -26%
5. პლატინა: -25%
























