მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როცა მომიწევს, ავიცრები - ეკატერინე ტიკარაძე

613705b12f44b
ინგა მურუსიძე
07.09.21 10:27
583
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აუცილებლად აიცრება მაშინ, როცა მოუწევს.

მინისტრმა განცხადება „იმედის“ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ მეორე დოზით აცრაც მედიის თანხლებით მოხდება.

კითხვას - „როდის აიცრებით?“ ტიკარაძე ასე პასუხობს: „როცა მიწევს, მაშინ ავიცრები“.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 23 მარტს, საჩხერის საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. მინისტრს მეორე დოზით აცრამდე, 1 ივნისს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი პროტოკოლის თანახმად, ვაქცინაცია ვირუსის გადატანისთანავე, ნეგატიური ტესტის პასუხის მიღების დღესვე შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები