ამ სიტუაციაში, როცა ომია, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არაადეკვატურად ჩანს, - ამის შესახებ ეკონომისტმა, “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა გადაცემაში BMGDRIVE-ი თებერვლის თვის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას განაცხადა.
მისი პროგნოზით, ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მიმდინარე წლის მარტში აისახება.
„ომის გავლენები თებერვლის ზრდაზე არ არის ასახული, ეს მარტიდან აისახება და მარტში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ მინიმალური იქნება, რადგან ამას თავისი მიზეზები აქვს, კერძოდ, აღარ იქნება ბაზისის ეფექტი, ასევე დაემატება ის პრობლემები, რაც ომის პერიოდში იმ ქვეყნებს გაუჩნდა, რომლებიც რუსეთთან და უკრაინასთან არიან დაკავშირებული.
დღეს ასევე EBRD-ის შეფასება გამოქვეყნდა, რომელიც მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2% იქნება, როცა მათი წინა შეფასებით, 5,5% უნდა ყოფილიყო. როცა ხელისუფლება ხარ, რთულია არ იამაყო, რომ თუნდაც ქაღალდზე 44%-იანი ზრდა გიწერია. თუმცა ეკონომიკის მინისტრი წინა წლის ივლისში, 5,5%-იან ვარდნაზეც ამბობდა, რომ კარგია, ეკონომიკა ჯანსაღდებაო. ეკონომიკური ზრდა არაა პანაცეა, რომ მხოლოდ ამას ვუყუროთ, საბოლოო მიზანია, მოსახლეობაზე ეს როგორ აისახება “, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.




























